ოფიციალურად: "რეალმა" აზარის ტრანსფერი დაადასტურა


ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევი ედენ აზარი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა. როგორც "ბლანკოსის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბი "ჩელსის" ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდა და აზარი ესპანურ გრანდთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ფეხბურთელის წარდგენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 13 ივნისს გაიმართება, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ. ჯერჯერობით სატრანსფერო ფასის შესახებ ესპანურ კლუბს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

აზარმა ლონდონის "ჩელსის" რიგებში პრემიერლიგა და ევროპა ლიგა ორ-ორჯერ მოიგო. ასევე ედენი "არისტოკრატების" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დაასახელეს, რაც კლუბის რეკორდია.






კომენტარი
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно