ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში ვილიანი ჩაანაცვლებს



ლონდონის "ჩელსის" შემტევი ვილიანი კოპა ამერიკაზე ითამაშებს. როგორც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "არისტოკრატების" მოთამაშე ტრავმირებული ნეიმარის ნაცვლად ითამაშებს. განაცხადში ცვლილების შეტანა ბრაზილიელებს კონმებოლმა დართო.

ვილიანმა გასულ სეზონში 56 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხრეთამერიკელი "ჩელსის" ევროპა ლიგის მოგებაში დაეხმარა. მიუხედავად დამაკმაყოფილებელი ასპარეზობისა, ვილიანი ტიტეს განაცხადში ვერ მოხვდა. ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 63 მატჩი აქვს ჩატარებული და რვა გოლი გაიტანა.









კომენტარი
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно