სასტიკი რონალდუ! (+VIDEO)



პორტუგალია ერთა ლიგის ფინალშია და ეს მთლიანად კრიშტინუ რონალდუს დამსახურებაა. 34 წლის ფორვარდი კვლავ შეუდარებელი იყო და მორიგი (ვინ მოთვლის მერამდენე) დაუვიწყარი თამაში ჩაატარა.

პორტუში, „დრაგაუზე“ შვეიცარიის ნაკრებს პორტუგალიელთათვის ტოლი არაფერში დაუდია, მაგრამ რას იზამ, რონალდუს ყოლის ფუფუნება ყველას არ აქვს. რონალდუმ პირველ ტაიმში საჯარიმო დარტყმა ჩინებულად შეასრულა და ანგარიში გახსნა, რასაც მეორე ნახევრის დასაწყისში რიკარდო როდრიგესმა პენალტით უპასუხა. თამაშიც ისეთი სცენარით გაგრძელდა, თითქოს დამატებითი დრო გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კრიშტიანუმ თავი გაიგიჟა და 90 წუთში გადაწყვიტა ყველაფერი.

„იუვენტუსის“ ვარსკვლავმა ჯერ ბერნარდო სილვას გადაცემა ერთი შეხებით გამოიყენა, ხოლო ორ წუთში თავად შეასრულა და მატჩის გმირი გახდა.

ეს რონალდუ კარიერაში 53-ე(!) ჰეთ-თრიქი გამოდგა. პორტუგალიის ნაკრებში კი უკვე 88 გოლი დაუგროვდა, რაც ბუნებრივია ფანტასტიკური შედეგია. ლუზიტანელები კი ფინალში არიან და მეტოქეს ელოდებია, რომელიც დღეს, ინგლისისა და ჰოლანდიის წყვილში გაირკვევა.

პორტუგალია - შვეიცარია 3:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 რონალდუ (25), 1:1 როდრიგესი (57, პენ), 2:1 რონალდუ (88), 3:1 რონალდუ (90)







კომენტარი
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно