ვინისიუს ჟიუნიორი: შესანიშნავი წელი მქონდა, მიუხედავად "რეალის" წარუმატებლობებისა



მადრიდის "რეალის" თინეიჯერი შემტევი საკუთარ პირველ სეზონს ესპანურ კლუბში დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ დიდებული წელი იყო მისთვის. ბრაზილიელი არ აქცევს დიდ ყურადღებას იმას, რომ "რეალმა" ვერც ერთი მნიშვნელოვანი ტიტული ვერ მოიგო.

ვინისიუს ჟიუნიორი მადრიდელებმა "ფლამენგოდან" 45 მილიონ ევროდ შეიძინეს 2017 წელს, თუმცა 16 წლის ვინისიუსს უფლება მისცეს, ერთი წელი ბრაზილიაში დარჩენილიყო სათამაშოდ. სამხრეთამერიკელისთვის სადებიუტო სეზონი ევროპაში 2018/19 წლებში გამოდგა. ჯერ კასტილიაში თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით სანტიაგო სოლარის გუნდის მუდმივი წევრი გახდა.

"აიაქსთან" მიღებული ტრავმის გამო ახალგაზრდა შემტევს 2 თვის გაცდენა მოუხდა, თუმცა სეზონში კარგი თამაშით მაინც დაგვამახსოვრა თავი. "რეალის" 28-ე ნომერმა განსაკუთრებულად კარგად "კოპა დელ რეის" ნახევარფინალში ითამაშა "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში, სადაც "ფლამენგოს" აღზრდილს მხოლოდ გოლის გატანა დააკლდა; სხვა მხრივ, შეუჩერებელი იყო.
"შესანიშნავი სეზონი იყო ჩემთვის. თამაში კასტილიაში დავიწყე, თუმცა მჯეროდა, რომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. გადავედი პირველ გუნდში, ჩავატარე შეხვედრები და ძალიან ბევრი ვისწავლე.

ჩვენთვის სირცხვილის ტოლფასია, რომ სეზონში სამი ძირითადი ტურნირიდან ვერცერთში ვერ გავიმარჯვეთ. თუმცა აქამდე გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და მსგავსი რამ შეიძლება დაემართოს.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ სეზონში საქმეები უკეთ წავა. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებებს ისევ მივაღწევთ.

ახლა დასვენების პერიოდი გვაქვს, თუმცა მზად ვარ ყველაფრის თავიდან დასაწყებად" - აღნიშნა "რეალის" ერთ-ერთმა იმედმა.

ბრაზილიელმა რონალდომ ვინისიუსზე თქვა: "მას შთამბეჭდავი ტალანტი აქვს, როგორც როდრიგოს, რომელიც ასევე დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული. "რეალმა" ძალიან დიდი და ახალგაზრდა ტალანტების გადმობირება შეძლო".

ვინისიუსმა ლა ლიგის გასულ სეზონში 18 შეხვედრა ჩაატარა. 9 ძირითადში დაიწყო, ჯამში 864 წუთი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. თუმცა აღნიშნული სტატისტიკა მისი თამაშის ხარისხს არ ასახავს. ვინისიუსი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ბევრ კომპონენტში აქვს მოსამატებელი, მათ შორის, მომენტების გამოყენების ნაწილშიც. 

სიახლის წყაროSportall.Ge







კომენტარი
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно